Joom!Fish config error: Default language is inactive!
 
Please check configuration, try to use first active language

27.05.2015
 
Georgian (Georgia)English (United Kingdom)

27.05.2015

სს საქართველოს რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2015 წლის 12-14 მაისს მონაწილეობა მიიღო ქ. ბაქოში გამართულ რიგით მე-14-ე საერთაშორისო გამოფენაში „ტრანსპორტი, ტრანზიტი და ლოჯისტიკა“.

აღნიშნული ღონისძიება Iteca Caspian-ისა და Ite Group -ის ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 72 უცხოურმა კომპანიამ, რომელიც ემსახურება სარკინიგზო ,საზღვაო საავტომობილო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს. შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებს გააცნეს კომპანიის სრული სერვისები რის შედეგადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიებთან მუშაობის პროცესი. კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ აქტიურად არის ჩართული ასეთი სახის მარკეტინგულ ღონისძიებებში რაც გვაძლევს კიდევ ერთ დამატებით საშუალებას, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი კომპანია მსოფლიო ბაზარზე , მოვიზიდოთ მეტი ტვირთი ჩვენი ქვეყნის დერეფანში და განვახორციელოთ მუდმივი სტაბილური გადაზიდვები.