Georgian (Georgia)English (United Kingdom)
News

17.11.2014

2014 წლის  12- 14 ნოემბერს ქ.ტაშკენტში, გამოფენათა საერთაშორისო  კომპანიის ,, ITE IUZBEKISTAN -ისა  და  მისი პარტნიორები’’-ს  ეგიდით ჩატარდა მე-11 საერთაშორისო გამოფენა  ,,ტრანსპორტი და ლოგისტიკა--TRANSUZBEKISTAN-2014’’.

ღონისძიებაში  მონაწილეობას ღებულობდა ევროპისა და აზიის ქვეყნების 50 -მდე უმსხვილესი ლოჯისტიკური სატრანსპორტო  კომპანია.
სს,, საქართველოს რკინიგზა’’-ის მიერ  პირველად იქნა წარდგენილი უზბეკეთში , მისი შვილობილი კომპანია შპს ,, ტრანს კავკასუს ტერმინალსი’’. იგი განიხილებოდა როგორც ალტერნატიული გზა კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების  ევროპასთან  დასაკავშირებლად. 
შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ პოტენციურ პარტნიორებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ კომპნიის მიერ შეთავაზებულ ახალ სერვისებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ურთიერთ თანამშრომლობის შესაძლებლობას მომავალში.

უზბეკეთში გამოფენის მსვლელობის დროს მოხდა კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ დაჯილდოვება, კომპანიის წარმომადგენლებს გადაეცათ დიპლომი და სიგელი როგორც საუკეთესო სტენდის წარდგენისათვის ასევე საუკეთესო მუშაობისთვის.

 

24.10.2041

შპს "ტრანს კავკსუს ტერმინალსმა" მონაწილეობა მიიღო გამოფენაში" Fiata World Congress 2014"-ში

სს“ საქართველოს რკინიგზის „ შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2014 წლის13-18 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტამბულში გამართულ გამოფენაში “ Fiata World Congress 2014“ გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი ისე ევროპისა და აზიის უმსხვილესი სატრანსპორტო , სარკინიგზო, საზღვაო , საჰაერო ლოჯისტიკური კომპანიები. აღნიშნული შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს და კასპიის ზღვის რეგიონებში ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესების ხელშეწყობა;საზღვაო პორტებს შორის მულტიმოდალური გადაზიდვების დახვეწა დროსთან და ტარიფებთან მიმართებაში;აღმოსავლეთის და დასავლეთის მიმართულებით ახალი ლოჯისტიკური სარკინიგზო და საზღვაო სერვისების შეთავაზება და სხვა . გამოფენაში მონაწილეობის შედეგად შპს „ტრანს კავკასუს ტემინალსის“ წარმომადგენლებმა დაამყარეს საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომლებისგანაც მივიღეთ საინტერესო შემოთავაზებები ტვირთის გადაზიდვაზე როგორც შუა აზიის ასევე ევროპის მიმართულებით.

 

24.09.2014

24 სექტემბერს სს „საქრთველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე თბილისის საკონტეინერო ტერმინალზე მოახდინა კონტეინერებიდან ვაგონებში დიდი რაოდენობით ტვირთის გადატვირთვა.
აღნიშნული ხელშეკრულების შედეგად კომპანიის ტერმინალზე ყოველთვიურად მოხდება კონტეინერებიდან ტვირთის ვაგონებში გადატვირთვა და აზერბაიჯანის მიმართულებით გადაზიდვა.

 

17.07.2014

ფოთი–ბაქოს მონაკვეთზე ამოქმედდა ბლოკ–მატარებელი SILK BRIDGE

15 ივლისს, ფოთში კონტეინერების გადამზიდი ბლოკ მატარებლის ”SILK BRDIGE” -ის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომლის შემდეგაც პირველი რეისი ფოთიდან ბაქოს მიმართულებით უკვე შესრულდა. სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილ კომპანია ”ტრანს კავკასუს ტერმინალსსა” და დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველ სამშაბათს და შაბათს ფოთიდან ბაქოს მიმართულებით განხორციელდება კონტეინერების გადაზიდვა. ტვირთების ფოთიდან ბაქოში ტრანსპორტირებას 34 საათი დასჭირდება.

როგორც შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, პროექტის ამოქმედებით, შემცირდება საავტომობილო გზებზე საკონტეინერო მოძრაობა და ტვირთის გადაზიდვა მოხდება მინიმალურ დროში. ბლოკ მატარებლებისთვის როგორც საქართველოს რკინიგზამ ისე აზერბაიჯანულმა მხარემ 30 პლატფორმა გამოყო.
სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ დასაწყისია და მომავალში ამ პროექტში ჩინეთი და ალმა-ათაც ჩაერთვება.
”პირველ ეტაპზე, ბლოკ მატარებელი თბილის-ბაქოს მონაკვეთზე იმოძრავებს. უახლოეს თვეებში აზერბაიჯანული მხარე ახალი პორტის მშენებლობას კასპიის ზღვაზე დაასრულებს, რის შემდეგაც, ჩვენ შევძლებთ მეორე ეტაპის დაწყებას. ეს იქნება ფოთი-ბაქო-ალმა-ათა, რომელსაც შემდეგ ჩინეთი მოჰყვება. ეს არის საქართველოს რკინიგზის წინ გადაგმული ნაბიჯი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დერეფნის მომავალი უკავშირდება გადაზიდვებს,”-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მატარებლის კონტეინერით გადაზიდვის ოპერირიებას გერმანული კომპანია განახორციელებს. გახსნის ცერემონიას საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და გერმანული კომპანია “ Inter Mod Trans” -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




 

14.07.2014

ფოთი-ბაქოს მონაკვეთზე 15 ივლისიდან ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს

მიმდინარე წლის 15 ივლისიდან,  ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” ორგანიზებით ფოთი-ბაქოს (კიშლი) მიმართულებით პირველი ბლოკ-მატარებელი გავა.


ბლოკ -მატარებლის გახსნის ცერემონია გაიმართება ქ. ფოთში, 15 ივლისს, 16:00 საათზე, შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” კუთვნილ ტერმინალზე.a

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next > End >>

Page 3 of 9