Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სიახლეები
28.11.2017

28.11.2017

სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებმა „ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის რკინიგზის შვილობილ საერთაშორისო სატრანსპორტო მულტიმოდალურ კომპანიასთან “CRIMT”-თან და კომპანია Lianyungang New Silk Road International Container Development-თან.

28 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ,სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა ჩინეთის რკინიგზის შვილობილ საერთაშორისო სატრანსპორტო მულტიმოდალურ კომპანიასთან “CRIMT”-თან და კომპანია Lianyungang New Silk Road International Container Development-თან.

მოგახსენებთ, რომ ლიანიუნგანი ეს არის პორტი,საიდანაც ხდება საქართველოს გავლით კონტეინერების გაგზავნა.

კომპანია“ GR ლოგისტიკა და ტერმინალები„ -ს დირექტორმა ლევან სულაბერიძემ მემორანდუმს ხელი მოაწერა კომპანია „CRIMT”- ის გენერალურ მენეჯერთან ლი ჩონგუისთან და კომპანია Lianyungang New Silk Road International Container Development-ის გენერალური მენეჯერის მოადგილესთან ცჰიუ ბინთან.

აღნიშნულ კომპანიათა შორის მემორანდუმის გაფორმება, ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას,ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას და ტრანსკასპიური დრეფნის მეშვეობით, ჩინეთიდან თურქეთის ,ევროპის მათ შორის უკრაინის და უშუალოდ საქართველოს მიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის სწრაფ

 

 

 

ჩინეთში ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ პერსპექტივები განიხილეს

ივლისი 01, 2017

 

ჩინეთში, ქ. ჩენგდუში საერთაშორისო ასოციაციის ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ ხელშეწყობითფორუმი და მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - პერსპექტივები და შესაძლებლობები,“ჩინეთის საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური გამოფენისCITLE-სა და საერთაშორისო ლოგისტიკური გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.

ჩინეთის საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური გამოფენის CITLE-ის ფარგლებში ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო მიმართულების კომპანიებთან ერთად, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის ,,GR logistics & Terminals”-ის დირექტორმა ლევან სულაბერიძემ მიიღო მონაწილეობა. მრგვალი მაგიდა ბიზნესმენებისათვის აღნიშნული მარშრუტის შესაძლებლობების გაცნობასა და ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტზე არსებული ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ჩენგდუში ,,GR logistics & Terminals“-სა და ჩინურ კომპანია CRCT-ს (China Railway container transport) შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია ის, რომ CRCT ჩინეთის რკინიგზის შვილობილი კომპანიაა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც დერეფნის განვითარებასა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე იმუშავებენ.


 

04.04.2016

ს/ს საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინლსსა„ და კომპანია LAM- ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ და LAM კომპანიათა ჯგუფმა განზრახვათა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან.
,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ტრანს კავკასუს ტერმინალსი ტრანს კასპიური კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმი ჩინეთიდან საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, შემდგომში მათი სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით. ჩვენი კომპანიის გარდა კონსორციუმის წევრები არიან ჩინური, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიები. იმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით საზღვაო მომსახურებას მივიღებთ, რომ შემდგომში სრულყოფილად უზრუნველყოთ ჩინეთიდან წამოსული ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება,“ - განაცხადა ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.
,,ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სატრანსპორტო სფეროში მნიშვნელოვნად განვითრდა. ჩინეთი - საქართველოს აბრეშუმის გზა კი, ამ მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს აჩენს. LAM კომპანიათა ჯგუფი, როგორც გლობალური სატრანსპორტო კომპანია, ტრანს კავკასუს ტერმინალსთან პარტნიორობით ამ შესაძლებლობების მაქსიამლურად გამოყენებას გეგმავს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო დიდი როლი ითამაშოს მსოფლიოს ტრნასპორტირების სფეროში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ პროექტში ჩვენი წვლილი შეგვაქვს,“ - განაცხადა LAM კომპანიათა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა სელიმ მაკზუმემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, 100 % წილის მფლობელია ს/ს საქართველოს რკინიგზა. რკინიგზის შვილობილი კომპანია 2009 წელს დაარსდა და მართავს და ავითარებს საკონტეინერო ტერმინალებს თბილისსა და ფოთში. ხოლო, LAM კომპანიათა ჯგუფი 70 წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც თავისი საერთაშორისო ქსელების მეშვეობით საზღვაო და ლოგისტიკურ მომსახურებას აერთიანებს.

 

19.09.2016

ბათუმში „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2016“ გაიხსნაბათუმში, 15-16 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი - 2016 “ჩატარდა. მე - 3 საერთაშორისო კონფერენციაზე 20 ქვეყნის 200 - მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. "არგუს კასპიის -შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი - 2016“ - ზემოხსენებით წარსდგა შპს " ტრანს კავკასუს ტერმინალსის" დირექტორი ლევან სულაბერიძე.

 

6.11.2015

2015 წლის 16 ნოემბრიდან შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ სატარიფო პოლიტიკაში იგეგმება ცვლილებები.

იხილეთ დანართები.


 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL