Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სიახლეები

25.06.2014

სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2014 წლის 17–18 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ჩინეთში ქ. შანხაიში რიგით მე–6–ე „საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ გამოფენაში“.

გამოფენას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 490 კომპანია მსოფლიოს 42 ქვეყნიდან, ორგანიზებას უწევდა ჩინური და გერმანული მხარე – „Messe München GmbH“. მონაწილე კომპანიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა 15,300 მეტი ვიზიტორისთვის, 73 ქვეყნიდან წარედგინა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სერვისები.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ გამოფენაზე საკუთარი სტენდით წარდგა და პოტენციურ პარტნიორებს შესთავაზა ახალი ლოჯისტიკური სარკინიგზო და საზღვაო სერვისები, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით.

18 ივნისს, შპს“ტრანს კავკასუს ტერმინალსსა“ და „ SINOTRANS & CSC Holdings Co,LTD”- ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ სარკინიგზო–საკონტეინერო სფეროში ურთიერთობის განვითარებასა და ლოჯისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

<

 

23.06.2014

ბაქო.2014 12.06–14.06

სს“საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შპს“ ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2014 წლის 12–14 ივნისს მონაწილეობა მიიღო ქ.ბაქოში რიგით მე–13–ე „ საერთაშორისო სარტრანზიტო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ გამოფენაში “

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია აზერბაიჯანულმა კომპანიამ „Iteca Caspian LLC–მადა მისმა პარტნიორმა ITE Group PLC”-მა .

გამოფენაზე მინაწილეობა მიიღო 104 კომპანიამ,რომელიც ემსახურება საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს.

შპს“ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ გამოფენაზე საკუთარი სტენდით წარდგა.

მონაწილეობის მიზანს წარმოადგენდა

–ფოთი, ბათუმი–ბაქო, აქტაუ, საზღვაო პორტებს შორის მულტიმოდალური გადაზიდვეის დახვეწა, დროსთან და ფასთან მიმართებაში. ხოლო კომპანიის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა,იყო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზების ქვეყნების დაკავშირება.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ პოტენციურ პარტნიორებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ კომპნიის მიერ შეთავაზებულ ახალ სერვისებს,რაც კიდევ უფრო გაზრდის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას მომავალში.

<

 

7.05.2014

თბილისი-ფოთის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს

სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” ორგანიზებით, 2014 წლის 28 აპრილიდან ფოთი-თბილისის მიმართულებით და პირიქით, კვირაში სამ დღეს - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, კომპანიის კუთვნილ თბილისისა და ფოთის ტერმინალებს შორის სისტემტიურად იმოძრავებს ბლოკ-მატარებელი, რომელიც მომხმარებელს დანიშნულების ადგილამდე ტვირთის სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად მიღების საშუალებას მისცემს.

აღნიშნული პროექტის ამოქმედებით ტვირთმფლობელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისს, რაც გაზრდის TRACECA-ს დერეფნის მნიშვნელობას

 

03.06.2014

2014 წელს სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილმა კომპანიამ შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსმა” ბამბის ბოჭკოს და ბამბის სხვა ნედლეულის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის უზრუნველყოფაზე, უზბეკური ბამბის ექსპორტიორ კომპანია ”უზბალტრანს ლიმითედთან” ხელშეკრულება გააფორმა.

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსმა” მიმდინარე წლის განმავლობაში ფოთის პორტამდე 250 ათასი ტონა ბამბა უნდა გადაზიდოს. ფოთში ბამბის პირველი პარტია უკვე 17 მაისს შემოვიდა. ხელშეკრულება ერთწლიანია, თუმცა გაგრძელების პერსპექტივით.

15 წლის შემდეგ უზბეკურმა ბამბამ საქართველოს საზღვრები ისევ გადმოკვეთა. სს ”საქართველოს რკინიგზასა” და უზბეკურ მხარეს შორის რამდენიმე თვიანმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. ამჟამად შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსსა“ და უზბეკეთის ექსპედიტორებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება სხვა სახის ტვირთების ტრანზიტზეც.

საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკური ბამბის გადაზიდვას ტრანსკავკასიური კორიდორის გავლით. შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ ეს პროექტი წარმოადგენს აზიის ქვეყნებიდან დამატებითი ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებას ამ კორიდორის გავლით.

 

21.02.2014

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” დირექტორი ლევან ჯღარკავა, თურქეთში ტრაპზონის რეგიონული ექსპორტიორების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთში პაატა კალანდაძემ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ექსპორტიორტა ასოციაციის დირექტორატი, თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამსუნისა და ტრაპზონის პორტის მენეჯერები და გადამზიდავი კომპანიები.

სს ”საქართველოს რკინიგზამ” ბათუმში ახალი საბაჟო ტერმინალი გახსნა, რომელიც 200 ტონა ტონა მოცულობის ტვირთის გადატვირთვას უზრუნველყოფს საავტომობილო ტრანსპორტიდან სარკინიგზო ვაგონებზე. აღნიშნული ტერმინალის მეშვეობით თურქეთიდან ცენტრალური აზიისკენ მიმავალი სატვირთო მანქანებიდან ტვირთი რკინიგზის ვაგონებზე გადაიტვირთება. საიდანაც ტრანსპორტირება განხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის და სომხეთის მიმართულებით. ახალი მოდელის გადაზიდვებით მოიგებს ყველა, როგორც გადამზიდავი კომპანიები და საქართველოს ეკონომიკა, ისე ქვეყნის ეკოლოგია. ტერმინალის გახსნა მნიშნველოვნად განტვირთავს მოძრაობას საავტომობილო მაგისტრალებზე. ამ ტერმინალის დახმარებით მოიხსნება საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული დაბრკოლებებიც.

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსი” მომხმარებლებს ტვირთის ორ მონაკვეთად გადაზიდვას სთავაზობს - ავტომობილით ბათუმამდე და ბათუმის ტერმინალიდან სარკინიგზო ვაგონით ცენტრალური აზიისკენ დანიშნულების ადგილამდე.

ასეთი ტიპის გადაზიდვები განსაკუთრებით ხელსაყელია თურქული გადამზიდავებისთვის, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ტრანსპორტირების ხარჯები, პრაქტიკულად გაუნახევრდებათ.

ტრაბზონი – ბაქო – ალმატა – ურუმჩი საკონტენირო ხაზის გახსნას ფართო გამოხმაურება მოჰყვა თურქულ პრესაში. სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული საკონტეინერო ხაზის უპრატესობაზე სხვა ალტერნატიულ გზებთან შედარებით.

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსი” დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტენსიურად აწყობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრებს. მსგავსი ღონისძიებები სამომავლოდაც არის დაგეგმილი.

 

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL