Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სიახლეები

6.03.2014

5 მარტს, რუმინეთში შპსტრანს კავკასუს ტერმინალსისდირექტორმა ლევან ჯღარკავამ სამდინარო ნავსადგურ გალაცის ადმინისტრაციას და ამავე ნავსადგურის ოპერატორ კომპანიებთან, სამმხრივი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. რომლის მიხედვითაც დასავლეთ ჩინეთიდან წამოსული კონტეინერები ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით რუმინეთის ნავსადგურების მეშვეობით გაიშლება მთელს ევროპაში. არსებული ხაზი იმუშავებს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიართულებით, ასევე პირიქით. წამოსული ტვირთი გაივლის დანიშნულების პუნქტებს და საკონტეინერო ხაზის დახმარებით ცენტრალურ ევროპამდე მიაღწევს.

ქალაქები გალაცი და ფოთი ერთმანეთს დაუკავშირდება რეგულარული საკონტეინერო საზღვაო ხაზით. აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთბრუნვა საქართველოს რკინიგზის კონტეინერები განხორციელდება.

ამასთანავე, მიმდინარე წლის 1 მარტს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, სატრანსპორტო მომსახურებაზე - შპს ”ტრანს კავკასუს ტერმონალსა” და ყაზახეთის რკინიგზის შვილობილ კომპანია “KTZ Express” - შორის, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტვირთების გადაზიდვა ნავსადგურ აქტაუდან ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულებით.

 

29.05.2014

სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2014 წლის 23-26 მაისს, მონაწილეობა მიიღო ჩინეთში, ქ სიანში, გამართულ “ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის 2014 წლის ჩინეთის საერთშორისო გამოფენა (SRE)” –ში.

გამოფენას ორგანიზება გაუწია შენსის სახალხო მთავრობამ, სადაც მოწვეული იყო 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 100 000-ზე მეტი ექსპორტიორი/იმპორტიორი და 35 რეგიონალური წარმომადგენელი. გამოფენის მიზანი იყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და საერთო ეკონმიკურ განვითარებაში ქმედითი წვლილის შეტანა.

კომპანია შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ გამოფენაზე წარდგა სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების საპრეზენტაციო სტენდით, რომელზეც ასახული იყო, თუ რა ლოგისტიუკური სერვისების შეთავაზება შეუძლია კომპნიას, როგორც აღმოსავლეთის ასევე დასავლეთის მიმართულებით. შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალის” წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებს, დამყარდა ახალი კონტაქტები და გაფართოვდა კომპანიის პარტნიორების ქსელი, რაც კლიენტებისთვის კიდევ უფრო დაბალი ტარიფების და საუკეთესო სერვისების შეთავაზების საშუალებას იძლევა.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის “ წარმომადგენლები მიწვეულები იყვნენ „სიანის საერთაშორიოსო ვაჭრობისა და ლიჯისტიკის პარკში“ სადაც დაათვალიერეს კომპანიის ტერმინალი, რომლის ბაზაზეც სამომავლოდ იგეგმება ინდუსტრიული ზონის მშენებლობა.

26 მაისს შპს “ ტრანს კავკასუს ტერმინალსსა“ და „სიანის საერთაშორიოსო ვაჭრობისა და ლოგისტიკის პარკს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი,რომელიც სამომავლოდ ითვალისწინებს სარინიგზო–საკონტეინერო სფეროში ურთიერთობების განვითარებას და ლოგისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებას.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსს“ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს კიდევ უფრო გაზარდოს ტვირთბრუნვა თანამედროვე საკონტეინერო გადაზიდვების ტექნოლოგიების დანერგვით და საკუთარი საკონტეინერო პარკის ამოქმედებით წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში.

 

07.04.2014

ქ.ფოთში წარმატებული კონტრაქტის საფუძველზე, შპს „ტრანსკავკასუს ტერმინალსი“–ს ტერმინალზე მოხდა დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის ტექნიკის დასაწყობება.

 

24.04.2014

 

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 აპრილს სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილ კომპანია შპს ”ტრანს კავკასუს ტემინალსსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თეორიული ცოდნის პარალელურად სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარება, მათი სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა; მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების სტაჟირება შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები, მარკეტინგი და რეკლამირება, ბიზნესმართვა. ასევე სტაჟიორ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” თანამშრომლობა ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარების და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას.აგრეთვე საინფორმაციო და სამეცნიერო გამოცემების მომზადებას.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ რეგიონულ და საერთაშორისო გამოწვევებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და რეგიონალური ექსპერტები და პრაქტიკოსები.

 

07.04.2014

ქ.ფოთში წარმატებული კონტრაქტის საფუძველზე, შპს „ტრანსკავკასუს ტერმინალსი“–ს ტერმინალზე მოხდა დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის ტექნიკის დასაწყობება.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL