Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სიახლეები
01.10.2011
რკინიგზით კონტეინერის გაგზავნა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ფოთი თბილისი ფოთის მიმართულებაზე 40“ კონტეინერის ბლოკმატარებლით გადაზიდვის ტარიფები 50%ით შემცირდა. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს რკინიგზის ვებსაიტზე.
 

21.09.2011

შპს,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი,,-ს თბილისის ტერმინალში 2011წლის 21 სექტემბრიდან დაინერგა საბაჟო მომსახურების სერვისი. სადაც ხდება, როგორც საკონტეინერო ასევე სავაგონო ტვირთების სრული სასაქონლო ოპერაცია.

 

 

28.06.2011

თბილისის სარკინიგზო საკონტეინერო ტერმინალში 2011 წლის 1 ივლისიდან 20 და 40 ფუტიანი საექსპორტო და ცარიელი კონტეინერების უფასო შენახვის ვადა არის 10 დღე. განახლებული ინფორმაცია იხილეთ ტარიფების ჩამონათვალში.

 

14.07.2011

2011 წლის 14 ივლისიდან ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი გთავაზობთ საკუთარი სამანევრო ლოკომოტივით ვაგონების მიწოდების მომსახურებას თბილისის საკონტეინერო ტერმინალსა და სადგურ საკვანძოს შორის. შ... „საქართველოს რკინგზის“ მოქმედი სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, (სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები, მუხლი VIII.) კლიენტი საკვანძო სადგურში არასარკინიგზო ლოკომოტივის გამოყენების საფასურს გადაზიდვის ღირებულებასთან ერთად გადაუხდის საქართველოს რკინიგზას შვეიცარულ ფრანკებში. ტრანსკონტეინერის სამანევრო ლოკომოტივის მომსახურების საფასური ჩამოყალიბდება ისეთი სიდიდით რომ ჯამში კლიენტს არ გაუძვირდება ლოკომოტივის მომსახურება. ამასთანავე, ტრანსკონტეინერის ლოკომოტივის საფასური დაფიქსირდება აშშ დოლარის ექვივალენტში და კლიენტი გადაიხდის სატერმინალო მომსახურების ტარიფებთან ერთად. ეს შეუმცირებს კლიენტს ფრანკი/დოლარის სავალუტო კურსის რყევის ეფექტს. აღსანიშნავია კლიენტებისთვის მთავარი ცვლილება – სალოკომოტივო მომსახურება მნიშვნელოვნად შემცირდება დატვირთულ საიმპორტო 40 ფუთიან კონტეინერზე, რომლის ნეტო წონაც 25 ტონაზე ნაკლებია, და მის ცარიელ დაბრუნებაზე. ასეთ კონტეინერზე, თბილისის სადგურის მომსახურება ჯამურად შემცირდება 70 აშშ დოლარზე მეტით.

ტრანსკონტეინერის სამანევრო ლოკომოტივის მომსახურება (თბილისი)

სახეობა

დატვირთვა/რეჟიმი

ტრანსკონტეინერი*

რკინიგზა

ჯამი

3ტ., 5ტ., და 20’ ფუტიანი

სავსე

24.00USD

10CHF

30CHF

ცარიელი

24.00USD

10CHF

30CHF

40’ ფუტიანი

ექსპორტი / ცარიელი

48.00USD

20CHF

60CHF

40’ ფუტიანი იმპორტი

ნეტო წონა25ტ. მეტი

48.00USD

20CHF

60CHF

ცარიელის დაბრუნება

48.00USD

20CHF

60CHF

40’ ფუტიანი იმპორტი

ნეტო წონა25ტ. ნაკლები

12.00USD

20CHF

30CHF

ცარიელის დაბრუნება

12.00USD

20CHF

30CHF

*კურსი 1USD=0,834CHF

 

„მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე“ შევსების ინსტრუქცია.

 

 

 

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL