Joom!Fish config error: Default language is inactive!
 
Please check configuration, try to use first active language

News
 
Georgian (Georgia)English (United Kingdom)
News

23.06.2014

ბაქო.2014 12.06–14.06

სს“საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შპს“ ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2014 წლის 12–14 ივნისს მონაწილეობა მიიღო ქ.ბაქოში რიგით მე–13–ე „ საერთაშორისო სარტრანზიტო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ გამოფენაში “

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია აზერბაიჯანულმა კომპანიამ „Iteca Caspian LLC–მადა მისმა პარტნიორმა ITE Group PLC”-მა .

გამოფენაზე მინაწილეობა მიიღო 104 კომპანიამ,რომელიც ემსახურება საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს.

შპს“ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ გამოფენაზე საკუთარი სტენდით წარდგა.

მონაწილეობის მიზანს წარმოადგენდა

–ფოთი, ბათუმი–ბაქო, აქტაუ, საზღვაო პორტებს შორის მულტიმოდალური გადაზიდვეის დახვეწა, დროსთან და ფასთან მიმართებაში. ხოლო კომპანიის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა,იყო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზების ქვეყნების დაკავშირება.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ პოტენციურ პარტნიორებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ კომპნიის მიერ შეთავაზებულ ახალ სერვისებს,რაც კიდევ უფრო გაზრდის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას მომავალში.

<

 

03.06.2014

2014 წელს სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილმა კომპანიამ შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსმა” ბამბის ბოჭკოს და ბამბის სხვა ნედლეულის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის უზრუნველყოფაზე, უზბეკური ბამბის ექსპორტიორ კომპანია ”უზბალტრანს ლიმითედთან” ხელშეკრულება გააფორმა.

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსმა” მიმდინარე წლის განმავლობაში ფოთის პორტამდე 250 ათასი ტონა ბამბა უნდა გადაზიდოს. ფოთში ბამბის პირველი პარტია უკვე 17 მაისს შემოვიდა. ხელშეკრულება ერთწლიანია, თუმცა გაგრძელების პერსპექტივით.

15 წლის შემდეგ უზბეკურმა ბამბამ საქართველოს საზღვრები ისევ გადმოკვეთა. სს ”საქართველოს რკინიგზასა” და უზბეკურ მხარეს შორის რამდენიმე თვიანმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. ამჟამად შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსსა“ და უზბეკეთის ექსპედიტორებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება სხვა სახის ტვირთების ტრანზიტზეც.

საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკური ბამბის გადაზიდვას ტრანსკავკასიური კორიდორის გავლით. შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ ეს პროექტი წარმოადგენს აზიის ქვეყნებიდან დამატებითი ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებას ამ კორიდორის გავლით.

 

29.05.2014

სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2014 წლის 23-26 მაისს, მონაწილეობა მიიღო ჩინეთში, ქ სიანში, გამართულ “ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის 2014 წლის ჩინეთის საერთშორისო გამოფენა (SRE)” –ში.

გამოფენას ორგანიზება გაუწია შენსის სახალხო მთავრობამ, სადაც მოწვეული იყო 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 100 000-ზე მეტი ექსპორტიორი/იმპორტიორი და 35 რეგიონალური წარმომადგენელი. გამოფენის მიზანი იყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და საერთო ეკონმიკურ განვითარებაში ქმედითი წვლილის შეტანა.

კომპანია შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ გამოფენაზე წარდგა სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების საპრეზენტაციო სტენდით, რომელზეც ასახული იყო, თუ რა ლოგისტიუკური სერვისების შეთავაზება შეუძლია კომპნიას, როგორც აღმოსავლეთის ასევე დასავლეთის მიმართულებით. შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალის” წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებს, დამყარდა ახალი კონტაქტები და გაფართოვდა კომპანიის პარტნიორების ქსელი, რაც კლიენტებისთვის კიდევ უფრო დაბალი ტარიფების და საუკეთესო სერვისების შეთავაზების საშუალებას იძლევა.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის “ წარმომადგენლები მიწვეულები იყვნენ „სიანის საერთაშორიოსო ვაჭრობისა და ლიჯისტიკის პარკში“ სადაც დაათვალიერეს კომპანიის ტერმინალი, რომლის ბაზაზეც სამომავლოდ იგეგმება ინდუსტრიული ზონის მშენებლობა.

26 მაისს შპს “ ტრანს კავკასუს ტერმინალსსა“ და „სიანის საერთაშორიოსო ვაჭრობისა და ლოგისტიკის პარკს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი,რომელიც სამომავლოდ ითვალისწინებს სარინიგზო–საკონტეინერო სფეროში ურთიერთობების განვითარებას და ლოგისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებას.

შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსს“ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს კიდევ უფრო გაზარდოს ტვირთბრუნვა თანამედროვე საკონტეინერო გადაზიდვების ტექნოლოგიების დანერგვით და საკუთარი საკონტეინერო პარკის ამოქმედებით წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში.

 

7.05.2014

თბილისი-ფოთის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს

სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” ორგანიზებით, 2014 წლის 28 აპრილიდან ფოთი-თბილისის მიმართულებით და პირიქით, კვირაში სამ დღეს - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, კომპანიის კუთვნილ თბილისისა და ფოთის ტერმინალებს შორის სისტემტიურად იმოძრავებს ბლოკ-მატარებელი, რომელიც მომხმარებელს დანიშნულების ადგილამდე ტვირთის სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად მიღების საშუალებას მისცემს.

აღნიშნული პროექტის ამოქმედებით ტვირთმფლობელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისს, რაც გაზრდის TRACECA-ს დერეფნის მნიშვნელობას

 

24.04.2014

 

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 აპრილს სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილ კომპანია შპს ”ტრანს კავკასუს ტემინალსსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თეორიული ცოდნის პარალელურად სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარება, მათი სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა; მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების სტაჟირება შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები, მარკეტინგი და რეკლამირება, ბიზნესმართვა. ასევე სტაჟიორ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” თანამშრომლობა ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარების და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას.აგრეთვე საინფორმაციო და სამეცნიერო გამოცემების მომზადებას.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ რეგიონულ და საერთაშორისო გამოწვევებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და რეგიონალური ექსპერტები და პრაქტიკოსები.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next > End >>

Page 4 of 9