Joom!Fish config error: Default language is inactive!
 
Please check configuration, try to use first active language

News
 
Georgian (Georgia)English (United Kingdom)
News

24.04.2014

 

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 აპრილს სს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილ კომპანია შპს ”ტრანს კავკასუს ტემინალსსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თეორიული ცოდნის პარალელურად სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარება, მათი სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა; მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების სტაჟირება შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები, მარკეტინგი და რეკლამირება, ბიზნესმართვა. ასევე სტაჟიორ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” თანამშრომლობა ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარების და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას.აგრეთვე საინფორმაციო და სამეცნიერო გამოცემების მომზადებას.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ რეგიონულ და საერთაშორისო გამოწვევებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და რეგიონალური ექსპერტები და პრაქტიკოსები.

 

07.04.2014

ქ.ფოთში წარმატებული კონტრაქტის საფუძველზე, შპს „ტრანსკავკასუს ტერმინალსი“–ს ტერმინალზე მოხდა დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის ტექნიკის დასაწყობება.

 

6.03.2014

5 მარტს, რუმინეთში შპსტრანს კავკასუს ტერმინალსისდირექტორმა ლევან ჯღარკავამ სამდინარო ნავსადგურ გალაცის ადმინისტრაციას და ამავე ნავსადგურის ოპერატორ კომპანიებთან, სამმხრივი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. რომლის მიხედვითაც დასავლეთ ჩინეთიდან წამოსული კონტეინერები ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით რუმინეთის ნავსადგურების მეშვეობით გაიშლება მთელს ევროპაში. არსებული ხაზი იმუშავებს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიართულებით, ასევე პირიქით. წამოსული ტვირთი გაივლის დანიშნულების პუნქტებს და საკონტეინერო ხაზის დახმარებით ცენტრალურ ევროპამდე მიაღწევს.

ქალაქები გალაცი და ფოთი ერთმანეთს დაუკავშირდება რეგულარული საკონტეინერო საზღვაო ხაზით. აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთბრუნვა საქართველოს რკინიგზის კონტეინერები განხორციელდება.

ამასთანავე, მიმდინარე წლის 1 მარტს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, სატრანსპორტო მომსახურებაზე - შპს ”ტრანს კავკასუს ტერმონალსა” და ყაზახეთის რკინიგზის შვილობილ კომპანია “KTZ Express” - შორის, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტვირთების გადაზიდვა ნავსადგურ აქტაუდან ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულებით.

 

21.02.2014

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსის” დირექტორი ლევან ჯღარკავა, თურქეთში ტრაპზონის რეგიონული ექსპორტიორების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთში პაატა კალანდაძემ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ექსპორტიორტა ასოციაციის დირექტორატი, თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამსუნისა და ტრაპზონის პორტის მენეჯერები და გადამზიდავი კომპანიები.

სს ”საქართველოს რკინიგზამ” ბათუმში ახალი საბაჟო ტერმინალი გახსნა, რომელიც 200 ტონა ტონა მოცულობის ტვირთის გადატვირთვას უზრუნველყოფს საავტომობილო ტრანსპორტიდან სარკინიგზო ვაგონებზე. აღნიშნული ტერმინალის მეშვეობით თურქეთიდან ცენტრალური აზიისკენ მიმავალი სატვირთო მანქანებიდან ტვირთი რკინიგზის ვაგონებზე გადაიტვირთება. საიდანაც ტრანსპორტირება განხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის და სომხეთის მიმართულებით. ახალი მოდელის გადაზიდვებით მოიგებს ყველა, როგორც გადამზიდავი კომპანიები და საქართველოს ეკონომიკა, ისე ქვეყნის ეკოლოგია. ტერმინალის გახსნა მნიშნველოვნად განტვირთავს მოძრაობას საავტომობილო მაგისტრალებზე. ამ ტერმინალის დახმარებით მოიხსნება საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული დაბრკოლებებიც.

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსი” მომხმარებლებს ტვირთის ორ მონაკვეთად გადაზიდვას სთავაზობს - ავტომობილით ბათუმამდე და ბათუმის ტერმინალიდან სარკინიგზო ვაგონით ცენტრალური აზიისკენ დანიშნულების ადგილამდე.

ასეთი ტიპის გადაზიდვები განსაკუთრებით ხელსაყელია თურქული გადამზიდავებისთვის, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ტრანსპორტირების ხარჯები, პრაქტიკულად გაუნახევრდებათ.

ტრაბზონი – ბაქო – ალმატა – ურუმჩი საკონტენირო ხაზის გახსნას ფართო გამოხმაურება მოჰყვა თურქულ პრესაში. სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული საკონტეინერო ხაზის უპრატესობაზე სხვა ალტერნატიულ გზებთან შედარებით.

შპს ”ტრანს კავკასუს ტერმინალსი” დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტენსიურად აწყობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრებს. მსგავსი ღონისძიებები სამომავლოდაც არის დაგეგმილი.

 

 

10.10.2013

2013 წლის 10 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართა შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი,,–ის პრეზენტაცია ახალ მომსახურეობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მთავარი მიზანი არის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან მომხმარებლისთვის მომსახურეობის სრული სერვისის შეთავაზება. უნივერსალური სატერმინალო მომსახურეობა ფოთსა, თბილისსა და სამომავლოდ ვალეში. კომპანია აწარმოებს ტერმინალების უახლესი ტექნიკით აღჭურვას და ინფრასტრუქტურის სრულ გაუმჯობესებას. კომპანიის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს სარკინიგზო საკონტეინერო ტვირთბრუნვას და უდიდესი წვლილი შეიტანოს ლოჯისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებაში საქართველოსა და კასპიის ზღვის რეგიონებში.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next > End >>

Page 5 of 9