Joom!Fish config error: Default language is inactive!
 
Please check configuration, try to use first active language

News
 
Georgian (Georgia)English (United Kingdom)
News

15.06.2012

15 ივნისიდან სადგურ ფოთთან ექსპლუატაციაში შევიდა შპს ,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი,, -ის სრული სატერმინალო სერვისის მიღების შესაძლებლობის მქონე ტერმინალი.

 

09.05.2012

9 მაისიდან ბლოკ მატარებელი ფოთი სადგურითბილისი საკვანძო და პირიქით თბილისი საკვანძოფოთი სადგური იმოძრავებს ყოველ დღე. ბლოკ მატარებლის სადგურიდან გამოსვლის და შესვლის დრო რჩება უცვლელი.

 

20.02.2012

GRTC-სა და USAID-ს ერთობლივი პროექტის გაგრძელება...

,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი,,-ის თბილისის ტერმინალს ამერიკის მხარდაჭერის ფონდის USAID პროგრამის ფარგლებში, ლოჯისტიკის და სატერმინალო ტექნოლოგიების ამერიკელი სპეციალისტი - ემილიო კომპელო სტუმრობდა. კონსულტაცია მიზნად ისახავდა კომპანიაში ახლად დანერგილი ERP სისტემის ოპტიმიზაციას, ავტომატიზაციასა და შიდა პროცედურების გამარტივებას.

პროექტის განმავლობაში ემილიო კომპელომ დეტალურად შეისწავლა ,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერ,,-ის ტერმინალში მიმდინარე პროცედურები. შესწავლის შედეგად გამოვლინდა ტერმინალის ძლიერი და სუსტი მხარეები. ბატონ ემილიოს თქმით კოპანიაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები და პროგრესი შეინიშნება.

 

20.02.2012

შპს ,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი,, ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს შეუერთდა

2012წლის 9თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), ეი-პი-ემ ტერმინალი ფოთი/ფოთის საზღვაო პორტის კორპორაციამ, საქართველოს რკინიგზამ, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა, საქართველოს ტვირთის გადამზიდავთა ასოციაციამ, მაერსკ საქართველომ, საქართველოს რეილვეი ტრანსკონტეინერმა და ემ-ეს-სი ჯორჯიამ ხელი მოეწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების შესახებ. მემორანდუმის მიხედვით შეიქმნენა ერთიანი სავაჭრო ქსელი და ერთიანი ელექტრონული სისტემა. რაც ნიშნავს იმას რომ, ვაჭრობაში მონაწილეები დოკუმენტ-ბრუნვას, საჭირო ფორმების შევსებას, ტვირთების განბაჟება ელექტრონულად მოახდენენ.ასევე ექნებათ ელექტრონული ინფორმაცია გადაზიდვების განრიგის, ტვირთის ადგილმდებარეობისა და ვაჭრობისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის შესახებ.

 

27.01.2012

,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერი,,-ს სატერმინალო მომსახურების სერვისში სიახლეა. 27 იანვრიდან სატერმინალო მომსახურების თანხა კონტეინერის გადაბარების შემთხვევაში, დაერიცხება ტერმინალის ტერიტორიაზე კონტეინერის შემომტანს.მიუხედავად იმისა კონტეინერის გადაბარების შემდეგ, დაერიცხება დამატებითი ოპერაციები თუ არა. შესაბამისად მოხდება შემომტანზე, ერთი მიღება-ჩაბარების აქტის გამოწერა.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next > End >>

Page 7 of 9