Joom!Fish config error: Default language is inactive!
 
Please check configuration, try to use first active language

News
 
Georgian (Georgia)English (United Kingdom)
News

27.07.2015

სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ შ.პ.ს. „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ „SANY“-ის ფირმის საკონტეინერო ავტომტვირთავი ე.წ. „რიჩტაკერი“ შეიძინა.

შ.პ.ს. „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ განაგრძობს ტექნიკურ განახლებას. ათი თანამედროვე ავტომტვირთავის შეძენის შემდეგ, კომპანიამ მეტი მოქნილობისა და ოპერატიულობისათვის, „SANY-ის ფირმის საკონტეინერო ავტომტვირთავი ე.წ. „რიჩტაკერი“ შეიძინა. ავტომტვირთავი გაადვილებს მუშა პროცესს და გახდის მას მეტად ოპერატიულს. კომპანია მომხამრებელთა ხარისხიანი, დროული და უსაფრთხო მომსახურეობისათვის მუდმივი განვითარების პროცესშია.

 

27.05.2015

სს საქართველოს რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ 2015 წლის 12-14 მაისს მონაწილეობა მიიღო ქ. ბაქოში გამართულ რიგით მე-14-ე საერთაშორისო გამოფენაში „ტრანსპორტი, ტრანზიტი და ლოჯისტიკა“.

აღნიშნული ღონისძიება Iteca Caspian-ისა და Ite Group -ის ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 72 უცხოურმა კომპანიამ, რომელიც ემსახურება სარკინიგზო ,საზღვაო საავტომობილო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს. შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებს გააცნეს კომპანიის სრული სერვისები რის შედეგადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიებთან მუშაობის პროცესი. კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ აქტიურად არის ჩართული ასეთი სახის მარკეტინგულ ღონისძიებებში რაც გვაძლევს კიდევ ერთ დამატებით საშუალებას, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი კომპანია მსოფლიო ბაზარზე , მოვიზიდოთ მეტი ტვირთი ჩვენი ქვეყნის დერეფანში და განვახორციელოთ მუდმივი სტაბილური გადაზიდვები.

 

7.02.2015

2015  წლის  5-6 თებერვალს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ რიგით მეორე სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის საინვესტიციო სამიტ - ,,ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა 2015“-ში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას ორგანიზება „ექსპო ჯორჯიამ“ გაუწია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო  ლოგისტიკური, სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიები.

შპს  „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ პოტენციურ პარტნიორებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ კომპანიის    სარკინიგზო საკონტეინერო ახალ სერვისებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას მომავალში.

 

28.11.2014

სს“ საქართველოს რკინიგზის“  შვილობილმა კომპანიამ  „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“    2014 წლის 18-21 ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო ქ.სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში  "Logi Transi" .

ღონისძიებას  ორგანიზება გაუწია საერთაშორისო  კომპანიამ  „EKO MMI Fair Limited co„-მა.
აღნიშნულ     გამოფენაში  კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინალსის „ მონაწილეობის შედეგად დამყარდა საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ლოჯისტიკურ კომპანიებთან,  შეხვედრების  ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს და  კასპიის ზღვის რეგიონებში ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

 

17.11.2014

2014 წლის  12- 14 ნოემბერს ქ.ტაშკენტში, გამოფენათა საერთაშორისო  კომპანიის ,, ITE IUZBEKISTAN -ისა  და  მისი პარტნიორები’’-ს  ეგიდით ჩატარდა მე-11 საერთაშორისო გამოფენა  ,,ტრანსპორტი და ლოგისტიკა--TRANSUZBEKISTAN-2014’’.

ღონისძიებაში  მონაწილეობას ღებულობდა ევროპისა და აზიის ქვეყნების 50 -მდე უმსხვილესი ლოჯისტიკური სატრანსპორტო  კომპანია.
სს,, საქართველოს რკინიგზა’’-ის მიერ  პირველად იქნა წარდგენილი უზბეკეთში , მისი შვილობილი კომპანია შპს ,, ტრანს კავკასუს ტერმინალსი’’. იგი განიხილებოდა როგორც ალტერნატიული გზა კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების  ევროპასთან  დასაკავშირებლად. 
შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ პოტენციურ პარტნიორებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ კომპნიის მიერ შეთავაზებულ ახალ სერვისებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ურთიერთ თანამშრომლობის შესაძლებლობას მომავალში.

უზბეკეთში გამოფენის მსვლელობის დროს მოხდა კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ დაჯილდოვება, კომპანიის წარმომადგენლებს გადაეცათ დიპლომი და სიგელი როგორც საუკეთესო სტენდის წარდგენისათვის ასევე საუკეთესო მუშაობისთვის.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next > End >>

Page 2 of 9